ქუთაისის პრეზენტაცია

2016 წლის 7 ივლისს, შპს „უნივერსალ სერვის კომპანის“ გუნდის მიერ, ქალაქ ქუთისში გაიმართა კომპანიის პროდუქციის საჩვენებელი პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქუთაისის რეგიონში არსებული პურ-ფუნთუშეულის ქარხნები და საკონდიტრო საწარმოები, ისეთები როგორიცა: შპს ტრენტო, შპს ედემი, იმპერია, შპს ალატი, შპს ელვა, შარლოტა, რაფაელო, შპს გიკო, შპს კოლხიდა, ბუკა 2007. პრეზენტაციის დროს მოხდა საჩვენებელი ცხობაც რომელიც ასახულია ვიდეო მასალაში და სურათებში.
პრეზენტაციის დასასრულს, გაიმართა დებატები დაინტერესებულ პირებსა და ჩვენ კომპანიის წარმომადგენლებს შორის პროდუქციასთან დაკავშირებულ კითხვებზე.
საერთო ჯამში ჩვენი კომპანიის მიერ წარდგენილმა პროდუქციამ საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოიპოვა დამსწრეთა შორის.